იტალიური მედიის ცნობით, მილანში, ჟანგბადის ბალონებით დატვირთული მანქანა აფეთქდა. აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩენდა. ცეცხლი მოედო ახლომდებარე შენობის პირველ და მეორე სართულებს. არსებული ინფორმაციით, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა და დაზიანდა 4 ავტომანქანა. ადგილზე ექიმები და მაშველები მუშაობენ