უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრიანული მედიის ინფორმაციით, რუსული ავიაიერიშები განსაკუთრებით ძლიერი ზაპოჟიეს ოლქშია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგ, 196 920 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 610 ბოლო ერთ დღეში.
უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელებმა რუსების კუთვნილი 14 საარტილერიო სისტემა, 12 ჯავშანტექნიკა, 4 ტანკი და სხვა საბრძოლო ტექნიკა გაანადგურეს. გენშტაბის ინფორმაციით, რუსების დანაკარგები ასევე მოიცავს 3 700-ზე მეტ ტანკს, 7 200-ზე მეტ ჯავშანტექნიკასა და 308 თვითმფრინავს.