ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რესპუბლიკელი კონგრესმენი კორუფციაში ადანაშაულებს. პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა გამოავლინა, რომ ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში რუმინელმა ბიზნესმენმა ჯო ბაიდენის ოჯახს 1 მილიონ დოლარზე მეტი თანხა გადაურიცხა. სულ კი უცხოური სუბიექტებისგან მისი ოჯახისთვის ჩარიცხული თანხა 10 მილიონს აღემატება.
30 გვერდიან მოხსენებაში დეტალურად არის აღწერილი, თანხის მიღების სქემა.
თეთრი სახლი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.