დღეს დიუსელდორფში ხელბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა. ტურნირი 2024 წლის 10-28 იანვარს გერმანიაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 24 ქვეყნის ნაკრები მიიღებს.
საქართველოს ნაკრები E ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნიის ეროვნული ნაკრებები იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 11 იანვარს ნიდერლანდებს ეთამაშება, 13 იანვარს შვედეთს შეხვდება, ხოლო 15-ში ბოსნიას დაუპირისპირდება.