"მკვლელობა გოლფის მოედანზე" ინგლისელი მწერლის აგათა კრისტის დეტექტიური ჟანტრის რომანია. ავტორმა 1923 წელს დაწერა და იმავე წელს გამომცემლობა Dodd, Mead and Company-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
წიგნის სიუჟეტი ვითარდება საფრანგეთის ერთ-ერთი სოფლის მამულში, ვილა „ჟენევიევში", რომელიც ოლიგარქ პოლ რენოს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი ინგლისში მყოფ პუაროს წერილს წერს კერძო საქმეზე და სასწრაფოდ თავისთან იხმობს. იქ ჩასულ პუაროსა და ჰასტინგსს პოლ რენო მოკლული ხვდებათ მისი შვილის ნაჩუქარი ხანჯლით. ადგილობრივი პოლიცია საქმის ვითარებას იკვლევს, პუაროსაც ნებას რთავენ საქმეში ჩაებას და ასევე იძახებენ საფრანგეთში ცნობილ დეტექტივ ჟიროს. საქმის გამოძიება იწყება, იკითხება სახლის ყველა მცხოვრები, სხვა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით კი მთავარი ეჭვმიტანილად მიიჩნევა ჯეკ რენო, მსხვერპლის უმცროსი ვაჟი, რომელმაც ერთ-ერთი ვერსიით, მამა, ანდერძით დატოვბული ქონების დაჩქარებით მისაღებად მოკლა, თუმცა ასევე ირკვევა ინფორმაცია, რომ რენომ ანდერძი მკვლელობამდე ერთი დღით ადრე შეცვალა და მთელი მისი ქონება მის მეუღლეს დაუტოვა. პოლიცია რენოს პიჯაკში წერილს პოულობს, რომელსაც ვინმე ბელა წერს. მასში გამოხატულია უდიდესი სიყვარული და ეჭვიანობა.
წიგნის სიუჟეტში ჩნდებიან ახალი პერსონაჟები. აკრობატი ტყუპი დები დილსი და ბელა, რომლებიც ცირკში მუშაობენ. მოპოვებული სამხილების გათვალისწინებით პოლიცია მალევე აკავებს საქმის მთავარ ეჭვმიტანილს, ჯეკ რენოს, თუმცა პოლიციაში მის დასაცავად მიდის ბელა, რომელიც მკვლელობას თავის თავზე იღებს. ვინ არის მკვლელი, რა არის დანაშაულის მოტივი, ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად დეტექტივ პუაროს მრავალ სირთულესთან მოუწევს შეჭიდება და იმ კვანძების გახსნა, რომელიც შეაჩერებს მკვლელობების სერიას და სიმშვიდეს დაუბრუნებს ვილა ჯენევიევს.ერკილ პუარო დეტექტიური ჟანრის რომანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟია, რომელიც აგათა კრისტის 1920 წლიდან 1975 წლამდე გამოცემულ 33 რომანში, 59 მოთხრობასა და ერთ პიესაში გვხვდება.
მწერლის სრული სახელი და გვარი აგათა კლარისა მილერია, კრისტი რომლითაც მას საზოგადოება იცნობს მისი პირველი ქმრის, პოლკოვნილ არჩიბალდ კრისტის გვარია. აგათა 1890 წლის 15 სექტემბერს, ზვისპირა საკურორტო ქალაქ ტორკეიში, დევონში, ფრედერიკ და კლარისა მილერების ოჯახში დაიბადა. მწერალმა პირველი პიესა ჯერ კიდევ ბავშვობაში 7 წლის ასაკში დაწერა, რომელიც ეძღვნებოდა დების ბრძოლას მემკვიდრეობისთვის, რომელიც მისიევე ოჯახში დაიდგა.
მისი პირველი რომანი კი 1920 წელს სახელწოდებით, სტაილსის საიდუმლო ინციდენტი 2000 ტირაჟით გამოიცა, რისთვისაც დამწყებმა მწერალმა ჰონორარის სახით 25 ფუნტი მიიღო.აგათა კრისტის ნაწარმოებები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერაა ნათარგმნი და გამოქვეყნებული. მის კალამს ეკუთვნის 60 ზე მეტი დეტექტიური და 6 ფსიქოლოგიური ჟანრის რომანი, ასევე 19 მოთხრობების წიგნი.
აგათა კრისტის წიგნები გამოქვეყნდა 4 მილიარდზე მეტ ეგზემპლარად და ითარგმნა მსოფლიოს 100 ზე მეტ ენაზე.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2022 წელს გამომცემლობა "პალიტრა ელის" მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელსა და "პალიტრა ელის" ვებგვერდზე palitral.ge