„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.
აქციის მონაწილეები სემეკს მოუწოდებენ, კომუნალური ტარიფები დოლარის კურსის შესაბამისად შემცირდეს. მათივე თქმით, ცვლილება როგორც დენის, ასევე წყლის და გაზის გადასახადზე უნდა აისახოს.
აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით: „ხალხის მძარცველები“, „2012- 11 თეთრი, 2023 - 18 თეთრი“, „2,3$ ზევით ტარიფი იზრდება, 2,5$-ს ქვევით არ იკლებს“, „გააძვირეს ტარიფები, ხალხის მძარცველები!“
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, უახლოეს მომავალში ისინი გეგმავენ, რომ ეს საკითხი პარლამენტში გააჟღერონ.