პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუშვილმა განაცხადა, რომ ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების საშუალებით უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში ინვესტირდება. პაპუაშვილის შეფასებით, ამ საკითხით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს. მან ამის მაგალთად სხვადასხვა პარტიების შემთხვევები მოიყვანა, მათ შორის არიან „გირჩი“, „დროა“ და „ევროპული საქართველო“.