ცენტრალურ საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი დისკრედიტაციული კამპანია მიმდინარეობს. მან დღევანდელ ბრიფინგზე პოლიტიკოსებს და საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს მოუწოდა, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა შეაფასონ მხოლოდ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით და ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გამო.