„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კვლავ იმიტირებულ ქოლცენტრებს უწოდებს და აცხადებს, რომ საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. ვაშაძის განცხადებით, მიხეილ არახამია სუსმა დაიქირავა და ფინანსურად დააინტერესა, შემდგომ კი მიზანმიმართულად გააქცია ქვეყნიდან.
გარდა ამისა, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები აცხადებენ რომ ქოლცენტრების საქმეზე სწორედ ახლა უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია რადგან დადგინდეს თუ ვინ დგას რეალურად აღნიშნული საკითხის უკან.