რუმინეთში ნატო-ს ქვეყნებისა და პარტნიორების სპეცოპერაციების ძალების ერთობლივი წვრთნა დაიწყო. ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლებაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობას პარტნიორი ქვეყნების – საქართველოს, მოლდოვისა და იორდანიის სამხედრო პერსონალიც მიიღებს.