მოსკოვში 9 მაისის აღსანიშნავად ექვსი ქვეყნის ლიდერი ჩავიდა. მედიის ინფრომაციით, ამჟამად რუსეთში ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიიოევი და ტაჯიკეთის ლიდერი ემომალი რაჰმონი იმყოფებიან.
ამ დროისათვის უცნობია, ჩავლენ თუ არა მონაწილეობას აზერბაიჯანისა და თურქმენეთის პრეზიდენტები.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმზე ჩასულ სახელმწიფოს მეთაურებთან ვლადიმირ პუტინს არაფორმალური საუზმე აქვს დაგეგმილი.