ევროპის დღესთან დაკავშირებით, 21:00 საათზე ორბელიანების სასახლის წინ, ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით კონცერტი ,,ევროპისათვის“ გაიმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ნაციონალური ბალეტი - ,,სუხიშვილები“, ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტი და მუსიკოსები: გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, სალიო, ნიკალა ზუბიაშვილი, დათა მუნჯიშვილი.
ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ირინე შენგელიას განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა უკვე 30 წელს ითვლის და ის თავისუფლებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება.