თურქეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს ავტობუსს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს. იმამოღლუ მთავარი ოპოზიციური, „რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან“ ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატია. სტამბოლის მერი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თავის გუნდთან ერთად, ქალაქ ერზრუმში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსის სახურავზე ასული სიტყვით გამოდიოდა.
ინციდენტის შემდეგ მან გამოსვლა შეწყვიტა, ტერიტორია დატოვა და განაცხადა, რომ ერზრუმის გუბერნატორისა და პოლიციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანდა. მისი თქმით, შემთხვევის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.