საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება - ერთკვირიან ჭრილში უნცია ოქროს ფასი 2%-ითაა გაზრდილი ამჟამად 2,021 დოლარს შეადგენს. ერთთვიან პერიოდში ძვირფასი მეტალი საერთაშორისო ბირჟაზე თითქმის 9%-ითაა გაძვირებული და მისი ფასი ერთთვიან მაქსიმუმს აღწევს.
ოქროს გაძვირება ინვესტორების მოლოდინებთან და ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებებთანაა დაკავშირებული. მსხვილი საერთაშორისო ბანკების გაკოტრების ფონზე, არსებობს იმის რეალური შანსი, რომ, აშშ-ის ფედერალური რეზერვი წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების სტრატეგიაზეც გადაერთოს, რაც, ცხადია, დადებითად აისახება ოქროს ფასზეც.