"სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე ქოლცენტრების საქმესთან გიორგი ვაშაძის შესაძლო კავშირს გამოეხმაურა. მანჯგალაძის შეფასებით, ეს არის ქოლცენტრების ე.წ. ჩადების მცდელობა. დანარჩენი ოპოზიციონერი დეპუტატები კი აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია დადგინდეს, რეალურად ვინ იღებს მონაწილეობას ქოლცენტრების საქმეში.