ინდოეთის კერალას შტატში ტურისტების ორსართულიანი ნავის გადაბრუნების შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ნავი გადატვირთული იყო.
ნავს დაახლოებით 40 მგზავრი გადაჰყავდა, როდესაც ის სანაპირო ქალაქ ტანურთან გადაბრუნდა.
კერალას შტატის მეთევზეობისა და ნავსადგურების განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ დაღუპულთა უმეტესობა ბავშვები არიან, რომლებიც სასკოლო არდადეგებზე იმყოფებოდნენ.
10-მდე მგზავრი სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოთხი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. გადარჩენილებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ ბევრ მგზავრს სამაშველო ჟილეტი არ ეცვა.
მომხდარის გამო, კარალას შტატში ორშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდა.