ფრანგული მედიის ცნობით, „პსჟ“ ჟოზე მოურინიოს შესაძლო თანამშრომლობის გამო დაუკავშირდა.
გამოცემის ინფორმაციით, პარიზული კლუბის სპორტულ საკითხებში მრჩეველი ლუიშ კამპუში მოურინიოს და მის აგენტ ჟორჟე მენდეშს ესაუბრა და მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.
თავად მოურინიოს ესმის, რომ ძნელია "რომაში" სერიოზულ წარმატებებს მიაღწიოს, ამიტომ მზადაა პსჟ-ში გადავიდეს ან "რეალში" დაბრუნდეს.
60 წლის პორტუგალიელი კამპუშის ძველი ნაცნობი და ფავორიტია, თუმცა ჯერ უცნობია, რომელ კანდიდატურას ანიჭებენ უპირატესობას კლუბის კატარელი მფლობელები, რომლებიც ბოლო დროს მწვრთნელად ტიაგო მოტას და იულიან ნაგელსმანის დანიშვნას განიხილავდნენ.