გუშინ, კატარის დედაქალაქ დოჰაში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს, ყველაზე მსუბუქ, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ახალგაზრდა ქართველმა მისთვის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის გადამწყვეტ დაპირისპირებაში ბელგიელი ვესტრაიტენი დამატებითი დროის მეექვსე წუთზე გაფრთხილებებით დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.
ამავე წონის ოქროს მედლის მფლობელი ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი გახდა. სარდალაშვილი მეოთხედფინალში სწორედ მასთან დამარცხდა. გარიგოსმა გადამწყვეტ შეხვედრაში უზბეკი დალშოდბეკ ბარატოვი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს.