"ვაგნერის" დამფუძნებელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ქვედანაყოფები მიიღებენ საბრძოლო მასალასა და იარაღს საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილებას საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, სერგეი სუროვიკინი თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით მიიღებს. შეგახსენებთ, ორი დღის წინ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ 10 მაისიდან "ვაგნერის" მებრძოლები ბახმუტიდან გავლენ. მისი თქმით, საბრძოლო მოქმედებების გასაგრძელებლად საჭირო საბრძოლო მასალა არ ჰქონდათ, რის გამოც მისი მებრძოლები „უაზრო სიკვდილისთვის“ იყვნენ განწირულები.