ოკუპირებული ყირიმის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. „ხელისუფლების“ წარმომადგენლების განცხადებით, უკრაინამ ყირიმის ნახევარკუნძულის მიმართულებით წუხელ 10-ზე მეტი დრონი გაუშვა.
ქალაქ სევასტოპოლის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის მტკიცებით, აღნიშნული დრონებიდან სამი სევასტოპოლის წინააღმდეგ გაუშვეს, თუმცა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქალაქზე განხორციელებული ყველა თავდასხმა მოიგერიეს.
„სევასტოპოლში არცერთი ობიექტი არ დაზიანებულა“, - განაცხადა რაზვოჟაევმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინის ხელისუფლებაში განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.