დაუჭერს თუ არა მმართველი პარტია მხარს ქოლცენტრების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას - პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, იმ პირებისთვის კომისიის შექმნის შესაძლებლობის მიცემა, ვის მიმართაც საკმარისზე მეტი ეჭვი არსებობს, დანაშაულის ტოლფასი იქნება. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ოპოზიციის ინიციატივა რეალურად დავით კეზერაშვილის ინტერესების დაცვას ემსახურება. საგამოძიებო კომისიის აუცილებლობაზე საუბრობს ოპოზიცია.