საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 7-12 მაისს, ვიზიტით მალტასა და იტალიას ეწვევა. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს მალტის პარლამენტის სპიკერთან და პრეზიდენტთან გამართავს. შეხვედრა გაიმართება მალტის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებთანაც. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით , იტალიის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა მინისტრს და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს, შეხვდება. საპარალამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარის გარდა პარლამენტის დეპუტატებიც არიან.