აპირებს თუ არა ირაკლი ალასანია პოლიტიკაში დაბრუნებას? - რა განცხადებას აკეთებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი - Palitra News

აპირებს თუ არა ირაკლი ალასანია პოლიტიკაში დაბრუნებას? - რა განცხადებას აკეთებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი

2023-05-06 20:27:26+04:00

პოლიტიკაში დაბრუნებას ჯერ არ ვაპირებ - ასე პასუხობს ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია. ქართული ოცნების ყოფილი ლიდერი დღეს მისი მამის, მამია ალასანიას ბიუსტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. მამია ალასანია საქართველოს ეროვნულ გმირადაა აღიარებული. "ფრანგულ პარკში" ბიუსტის გახსნის ცერემონიალს საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და ალასანაის ოჯახის წევრები დაესწრნენ