ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე პოლიტიკური შეფასებების მთავარ თემად რჩება. ხელისუფლების ოპონენტები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა მათ მოლოდინი არ აქვთ, რომ ქართული ოცნება კომისიის შექმნას დათანხმდება. ამბობენ, რომ ქოლცენტების უკან, მმართველი პარტიის ინტერესი იკვეთება. ქართულ ოცნებაში კი თვლიან, რომ ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნამ, შესაძლოა გამოძიებას ხელი შეუშალოს. მმართელი პარტიისთვის გონივრულია იმის გამოკვლევა თუ ვის მფლობელობაში არსებულ შენობებშია განთავსებული ე.წ ქოლ-ცენტრები.