„ქართულ ოცნებას“ შესაძლოა, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ სადამკვირვებლო სტატუსი შეუჩერდეს. ამ საკითხს ისინი პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილავენ. ევროპარლამენტში მეორე ყველაზე მსხვილმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრსთან ერთად კონსერვატიულ პარტიათა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო. ოპოზიციისთვის პარტიის ეს პოზიცია მოსალოდნელი იყო.