ქვეყნის მასშტაბით 43 სკოლაში სასწავლო პროცესი პარალიზებულია. ლელო საქართველოსთვის წევრები სკოლების გაჭიანურებული რეაბილიტაციის უკან კორუფციის ნიშნებს ხედავენ. პარტია ნაძალადევის რაიონში მდებარე მე-14 სკოლაზე საუბრობს, სადაც შენობის დემონტაჟი ჯერ არ დაწყებულა.