ჩინეთის საგარო საქმეთა მინისტრი, ცინ განი გოაზე, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში, რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა.
შეხვედრაზე, ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა უკრაინაში მიმდინარე ომის შესაჩერებლად სამშვიდობო მოლაპარაკებებს გააგრძელებს.
ორი ქვეყნის ლიდერებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზეც ისაუბრეს.
ჩინელი დიპლომატის თქმით, ეს ურთიერთობები სი ძინპინის რუსეთში ვიზიტის შემდეგ განსაკუთრებით გამყარდა.