ცნობილი ხდება გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის ახალი დეტალები. შემთხვევას ემსხვერპლა საბა გახოკია, რომელმაც თავდაპირველად გახსნა ცეცხლი. მას დაჭრილი მამაკაცის პირადმა დაცვამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა.
ბრალდებული დაცვის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია და მკვლელობის ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.