"ქართულ ოცნებას", შესაძლოა, პარტია "ევროპელი სოციალისტების" სადამკვირვებლო სტატუსი შეუჩერდეს. ეს არის ევროპარლამენტში მეორე ყველაზე მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში კონსერვატიულ პარტიათა კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.