ესპანური მედიის ცნობით, ლიონელ მესის ბარსელონაში დაბრუნების ძალიან მაღალი შანსი არსებობს. თუმცა ამავე მედიის ინფორმაციით, პსჟ-ს თავდამსხმელის, ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ „ბარსელონაში“ გადასვლის შემთხვევაში მას 10-ნომრიანი მაისური დაუბრუნდეს. ამჟამად „ბარსელონაში“ 10-ნომრიანი მაისურით ანსუ ფატი თამაშობს. ესპანური გამოცემების ინფორმაციით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები მესის მოთხოვნას, დიდი ალბათობით, დააკმაყოფილებენ და მეტიც, ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 20 წლის ანსუ ფატი გაყიდონ.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი „ბარსელონაში“ 2003-დან 2021 წლამდე თამაშობდა და კატალონიურ კლუბში დიდი ეპოქა შექმნა. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა პსჟ-ს შემადგენლობაში 37 მატჩი გამართა, 20 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.