ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ქვეყნის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერაური შტაბის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციამ უკრაინაზე მასიური დარტყმები ირანული "შაჰედის" ტიპის დრონებით განახორციელა. 24 დრონიდან 18 უკრაინულმა თავდაცვამ გაანადგურა.
გენშტაბის ცნობითვე, ჯარებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით, ოკუპანტებმა 10 სარაკეტო, 75 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 65 დარტყმა განახორციელეს. არიან დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეები, განადგურებული და დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი კორპუსები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საბავშვო ბაღები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
გენშტაბის ცნობითვე, დიდია რუსული ძალების დანაკარგებიც, უკრაინული თავდაცვა მტრის იარაღისა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.