კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში სტარტაპ იდეების კონურსი "იდეადრომი" მეექვსედ ტარდება. კონკურსის ფარგლებში მონაწილე გუნდები ორგანიზაციულ მართვასა და კონფლიქტების მოგვარებაში გადამზადდნენ. შერჩეული 5 საუკეთესო სტარტაპ იდეის მქონე გუნდი მენტორებთან ერთად, ერთი კვირის მანძილზე, სტარტაპის განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვან თემებს სწავლობენ.
ინტენსიური გადამზადების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული გუნდები, რომელთა საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენს. “იდეადრომის” მიზანი ციფრული მედიის სფეროში არსებული სტარტაპერების აღმოჩენა და მათი იდეების დახვეწა, განვითარება და რეალობად ქცევის ხელშეწყობაა.