თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შესახებ ახალი დეტალები გავრცელდა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცი, საბა გახოკია ემსხვერპლა. სწორედ მას ესროლა იმ პირის დაცვამ, რომელსაც გახოკიამ თავდაპირველად გაუხსნა ცეცხლი. თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირი ამჟამად დაკავებულია და მას ადგილიდან მიმალვა არც უცდია.
მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაცვის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია და მკვლელობის ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.