ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს. კვლევის თანახმად, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია. საქართველოს თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს ემიგრანტი ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს. გამოკითხულთა 69% ამბობს, რომ იგივე ან უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე 5 წლის წინ. საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. ამ ყველაფერზე კი გამოკითხული მოსახლეობის 47% პასუხისმგებლოლბას ხელისუფლებას აკისრებს და მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.
რატომ არ მუშაობს ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა? - თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე