ადგილობრივ ბაზარზე ჯერ ხარისხიანი თაფლი გაქრა და თუ სადმეა შემორჩენილი ცეცხლის ფასი აქვს, ახლა კი ხახვია დეფიციტში და კილოგრამის ღირებულება ჯერ არნახულ რეკორდებს ხსნის. 5, 8 ზოგან კი კილოგრამი ხახვის ღირებულება 10 ლარსაც კი აღწევს. რაც იყიდება ძირითადად იმპორტირებულია, ადგილოლბრივი მოსავალი ან აღარ დარჩა, ან შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის თუ მასზე არახელმისაწვდომობის გამო გაფუჭდა.
ადგილობრივი წარმოება იმპორტს ფასით კონკურენციას ვერ უწევს, შესაბამისად მივედით იქამდე, რომ ფერმერებმა ამ ბახჩეულის მოყვანა შეამცირეს, ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტზე კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, ხოლო რაღაც ეტაპზე იმპორტის შემცირება კი ქვეყანაში დეფიციტი და ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია.
რა არის სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგია და დაცულია თუ არა ქვეყანა სასურსათო რისკებისგან? - თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ვახტანგ ბეჟიტაშვილი