პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება. ცენტრი Twitter-ზე ევროპარლამენტის ყოფილი წევრის, რებეკა ჰარმსის პოსტს აზიარებს ფოტოებით თბილისში, ათონელის რეზიდენციასთან, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით გამართული აქციიდან.