უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში იმყოფება. უკრაინიდან ის ჯერ ფინეთში გაემგზავრა, სადაც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, შემდეგ კი ნიდერლანდებში ჩავიდა.
მედიის ინფორმაციით, ზელენსკი დღეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გამოვა სიტყვით, სადაც უკრიანაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ისაუბრებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებს პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია.