ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, 9 წამყვანმა ბიზნესასოციაციამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერა. სხვადასხვა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელების თქმით, ერობლივი განცხადება ბრიუსელში და საქართველოს მთავრობასთან გაიგზავნება. მათი განმარტებით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ბიზნესის შემდეგი განვითარებისთვის და წარმატებული ოპერირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათივე განცხადებით, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა აღასრულოს ხალხის ნება და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებით ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირის სივრცესთან დაახლოებას.