აუქციონის სახლი Cristie's გარდაცვლილი ავსტრიელი მილიარდერის ჰაიდი ჰორტონის ძვირფასი საიუველირო ნაკეთობების კოლექციას გაყიდის, რომელიც სავარაუდოდ აუქციონების რეკორდს დაამყარებს. ამის შესახებ СNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ჰორტენი 700-ზე მეტი ძვირფასეულობის მფლობელი იყო. ისინი მაისსა და ნოემბერში, აუქციონების სერიაზე გაიყიდება.
ჰორტონის კოლექციას „აუქციონზე გატანილ უმსხვილეს ძვირფასეულობების კერძო კოლექციას“ უწოდებენ. Christie's-ში აცხადებენ, რომ ის 2011 წლის ელიზაბეტ ტეილორის კოლექციასა და 2019 წლის Maharajas & Mughal Magnificence-ის აუქციონებზე შემოსავლიანი იქნება. აუქციონებზე 100 მილიონ დოლარზე მეტის მიღება ძვირფასეულობების მხოლოდ ამ ორმა კოლექციამ შეძლო. სპეციალისტების შეფასებით, ჰორტონის საიუველირო ნაკეთობები 150 მილიონ დოლარზე ძვირად გაიყიდება.
ჰორტონის კოლექციაში არაერთი საინტერესო ნივთი ინახება, მათ შორის 90-კარატიანი „ინდოეთის ბრიოლეტი“ - ჰარი უინსტონის მიერ შექმნილი ბრილიანტის ყელსაბამი, ლალისა და ბრილიანტის Cartier-ს ბეჭედი, Bulgari-ს, Tiffany-სა და Van Cleef & Arpels-ის ნაკეთობები.