უნგრეთში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ბუდაპეშტში მთავრობის მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც მასწავლებლების საჯარო მოხელის სტატუსს აუქმებს და მათ დატვირთვას ზრდის.
მედიის ცნობით, საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. თითქმის 5000-მა მასწავლებელმა განაცხადა, რომ თუ ეს კანონი ამოქმედდება სამსახურს პროტესტის ნიშნად დატოვებს.
უნგრეთის მთავრობის განცხადებით, ახალი კანონმდებლობა განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
კანონის მიღების შემთხვევაში, პირველი ივნისიდან მასწავლებლების მაქსიმალური დღიური სამუშაო დრო 8-დან 12 საათამდე გაიზრდება, ხოლო ყოველკვირეული სამუშაო დრო – 40-დან 48 საათამდე.