ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის მიმართულებით ფრენის სიხშირეები იზრდება და წლის ბოლომდე ათენსა და სალონიკში კვირაში 8 სიხშირით შესრულდება. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ საქართველოში საბერძნეთის სრულფულებიან ელჩთან, მარია თეოდორუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი ქარქაშაძემ საბერძნეთის ელჩს საქართველოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უმასპინძლა და სამომავლო გეგმები გააცნო. ამ ეტაპზე, პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან საბერძნეთში დედაქალაქ ათენსა და სიდიდით მეორე ქალაქ სალონიკის მიმართულებით ხორციელდება.
2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის მიმართულებით და უკან ჯამურად 57,000 მგზავრმა იმგზავრა.