საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო და მათგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღო. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეების მხრიდან დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.
თავის მხრივ, კერძო სკოლებისა და ასოციაციების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თანამშრომლობისთვის და სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოთქვეს. აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარის ინიციატივით, კერძო სკოლებისა და ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.