კრემლზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. კრემლის განცხადებით, რუსეთმა ღამით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა. ოფიციალური მოსკოვი პუტინის მკვლელობის მცდელობაში უკრაინას ადანაშაულებს. გარდა ამისა, როგორც კრემლის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთი თავდასხმას „დაგეგმილ ტერორისტულ ქმედებად“ მიიჩნევს. რა დეტალებია ცნობილი და როგორ პასუხობს უკრაინული მხარე კრემლის ბრალდებას.