სერბეთის დედაქალაში, „ვლადისლავ რიბნიკარის“ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ერთი დაცვის თანამშრომელი, რვა კი – ბავშვია. შემთხვევის შედეგად ექვსი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ამავე სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე დააკავა.
სერბეთის პოლიციის ინფორმაციით, არასრულწლოვანი მამის კუთვნილი იარაღიდან მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომლების მიმართულებით ცეცხლის რამდენჯერმე გახსნაშია ეჭვმიტანილი.
მომხდარის მოტივის დასადგენად გამოძიება უკვე დაწყებულია.