საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტი გრძელდება. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელი ქოენთან. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს შეეხო.
ილია დარჩიაშილი ისრაელის ტურიზმის მინისტრს ჰაიმ კაცსაც შეხვდა. მხარეებმა ყურადღება ისრაელ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებაზე გაამახვილეს.