აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება. მშობლები მე-17 დღეა მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათევენ და მედიკამენტ ვოსორიტიდის ქვეყანაში შემოტანას ითხოვენ. დედები გუშინ ჯანდაცვის სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდნენ.