პლენარულ სხდომაზე დეპუტატები თავდაცვის კოდექსს მეორე მოსმენით განიხილავენ. დოკუმენტი 45 კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და 350 გვერდზეა გაწერილი. თავდაცვის კოდექსი მთავარი სიახლე ისაა, რომ 2025 წლიდან წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო გაიწვევს და ისინი სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან.
კანონპროექტი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სივრცეს აღარ ტოვებს და ალტერნატიულ შრომით სამსახურს სასულიერო პირებიც გაივლიან. თავდაცვის კოდექსს მხარს არ უჭერს და მწვავედ აკრიტიკებს პარტია „გირჩი“ აკრიტიკებს. მათი მოთხოვნაა სამხედრო გაწვევა ნებაყოფლობით იყოს.