მომავალ წელს 10 წელი ხდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან და რეალურად თუ შევხედავთ იმ ციფრებს, ამ წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ დიდია ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების წილი, შესაბამისად, ადგილობრივი ბიზნესი მთლად ვერ გადაერთო ევროპული მიმართულებით. ევროპულ ბაზარს, რომელიც რეგულირებადია და სტანდარტების შესაბამისად ითხოვს თანამშრომლობას, უპირისპირდება დსთ-ს ბაზარი, სადაც პრაქტიკულად, არავითარი სტანდარტი და განსაკუთრებული მოთხოვნა არ არსებობს. სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი ცდუნების ქვეშ არის ბიზნესის სხვადასხვა სექტორი, მათ შეუძლიათ ყოველგვარი ბარიერების, სირთულეების, სერტიფიცირების, სურსათის უვნებლობის და სხვა მოთხოვნის გარეშე გადალახონ ეს ბარიერები და შევიდნენ დსთ-ს ბაზარზე.
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბიზნესის დაინტერესება ევროპული ბაზრების მიმართ გაიზარდოს, რა გამოწვევებია და როგორია ის ნიშა, რომელიც ჩვენ უნდა გვქონდეს ევროკავშირის მასშტაბით - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი სანდრო ჭუმბურიძე