აშშ-ის ტეხასის შტატში ხუთი მეზობლის მკვლელობისთვის ძებნილი მამაკაცი დაკავებულია. გავრცელებული ცნობით, სროლა 38 წლის მამაკაცმა გუშინ გვიან ღამით საკუთარ სახლთან დაიწყო. მოქალაქეებმა მას სროლის შეწყვეტა სთხოვეს, რასაც ბრალდებულის გაღიზიანება მოჰყვა. დაპირისპირებისას მამაკაცმა ხუთი მეზობელი მოკლა, დაღუპულებს შორის 9 წლის ბიჭიცაა.
ბრალდებული რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად, პოლიციამ საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავა.
პოლიციის ცნობით, ის ერთ-ერთ შენობაში, კარადაში იმალებოდა. პოლიცია ამ დრომდე არკვევს, ეხმარებოდა თუ არა ვინმე ბრალდებულს მიმალვაში.