125 ოჯახი მშენებლობის დაწყების გაჭიანურებას აპროტესტებს. ისინი გადახდილი თანხის სანაცვლოდ ბინების მიღებას ითხოვენ. მათი განცხადებით, მერიის მუნიციპალური სამსახური, კერძოდ, „ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო“, გადაწყვეტილებას აჭიანურებს და სატრანსპორტო სქემის შეთანხმების შესახებ პასუხს არ იძლევა.
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების თქმით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს მშენებლობის დაწყების შეფერხებისთვის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, რადგან გზის სქემები ქალაქის ყველა სამსახურთან 2017 წელს არის შეთანხმებული.
125 ოჯახი დედაქალაქის მერისგან, კახა კალაძისგან და მისი მოადგილეებისგან სათანადო რეაგირებას მოელის.